logo_geo
eng_logo
„პატრიოტთა ალიანსი - გაერთიანებულმა ოპოზიციამ“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა
- +

8 აგვისტო. 2016. 15:20



საარჩევნო ბლოკმა "პატრიოტთა ალიანსი - გაერთიანებულმა ოპოზიციამ" მაჟორიტარი დეპუტატობის რამდენიმე კანდიდატი  წარადგინა.


ქარელის რაიონში წარდგნელია ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი; ნაძალადევსა და თემქაზე  - კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ლექტორი კახაბერ კორძაია; სიღნაღსა და დედოფლის წყაროში  - ბავშვთა უფლებებსა და სოციალურ საკითხებზე მომუშავე ნაირა ალავერდაშვილი; ახალციხესა და ადიგენში წარდგენილია გოდერძი კუბლაშვილი, რომელსაც ადგილობრივ მუნიციპალიტეტში მუშაობის გამოცდილება აქვს.


„პატრიოტთა ალიანსი - გაერთიანებული ოპოზიციის"  ერთ-ერთი ლიდერი დავით თარხან-მოურავი წარდგენილი კანდიდატების გამარჯვებაში დარწმუნებულია.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner