logo_geo
eng_logo
ჩერნიგოვის მერის ინფორმაციით, ქალაქი ელექტროენერგიის, გაზის, წყლისა და გათბობის გარეშე დარჩა
- +

12 მარტი. 2022. 13:45

 

 

უკრაინის ქალაქი ჩერნიგოვი ელექტროენერგიის, გაზის, წყლისა და გათბობის გარეშე დარჩა - ამის შესახებ ჩერნიგოვის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ვიაჩესლავ ჩაუსმა განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, ჩერნიგოვში გრძელდება სარაკეტო დარტყმები სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, მათ შორის ავიაციის გამოყენებით.

იღუპება მშვიდობიანი მოსახლეობა, გვყავს ძალიან ბევრი დაჭრილი. მტერი ახორციელებს დარტყმებს იქ, სადაც არასდროს ყოფილან სამხედროები. მტერმა მიიტანა იერიში სასტუმროუკრაინაზე“. სასტუმრო აღარ არსებობს, მაგრამ უკრაინა დარჩა“, - აცხადებს ვიაჩესლავ ჩაუსი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner