logo_geo
eng_logo
ნანა კაკაბაძე „ნაცმოძრაობაზე“: საკუთარი სახელმწიფოს წინააღმდეგ აშკარა ბრძოლას შეფარვით კი აღარ აწარმოებენ, დემონსტრაციულად გამოდიან მსოფლიო თანამეგობრობის წინაშე მოთხოვნით, საკუთარ ქვეყანას ისევე მოექცნენ, როგორც აგრესორ რუსეთს
- +

12 მარტი. 2022. 13:50

 

 

ნაცებმაკარგად იციან, რომ საქართველოში ხალხის ისეთ მხარდაჭერას ვერასოდეს მოიპოვებენ, რომ უახლოეს ათწლეულებში ხელისუფლებაში ლეგიტიმურად დაბრუნდნენ. ქართველთა ამ თაობას კარგად ახსოვს მათი მმართველობის საშინელებები, ამიტომ ცდილობენ, როგორმე გარეშე ძალების დახმარებით დაამხონ ხალხის უმრავლესობის მიერ მხარდაჭერილი ოცნების ხელისუფლება - წერს Facebook-ზე არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ ხელმძღვანელი ნანა კაკაბაძე

მისი თქმით, საკუთარი სახელმწიფოს წინააღმდეგ ამ აშკარა ბრძოლას ისინი შეფარვით კი აღარ აწარმოებენ, არამედ დემონსტრაციულად გამოდიან მსოფლიო თანამეგობრობის წინაშე მოთხოვნით, რომ საკუთარ ქვეყანას ისევე მოექცნენ, როგორც აგრესორ რუსეთს.

ხელისუფლების დამხობის დაუოკებელი წყურვილი ყველაფრის ფასად ბოლო დღეებში სულ უფრო მძაფრდება სასოწარკვეთილი ნაცების მოწოდებები მსოფლიოსადმი, რომ საქართველოს ხელისუფლება განიხილონ როგორც რუსეთის მხარდამჭერი და ხელშემწყობი, რადგან საქართველო არც აგრესორი რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ საერთაშორისო სანქციებს შეუერთდა, არც უკრაინაში საომრად წასვლის მსურველებს მისცა იქ გამგზავრების საშუალება და ჩუმჩუმად რუსეთსაც ეხმარება სანქციებისგან თავის დაძვრენაშიო. წარმოიდგინეთ, რომ საკუთარი სახელმწიფოს წინააღმდეგ ამ აშკარა ბრძოლას ისინი შეფარვით კი აღარ აწარმოებენ, არამედ დემონსტრაციულად გამოდიან მსოფლიო თანამეგობრობის წინაშე მოთხოვნით, რომ საკუთარ ქვეყანას ისევე მოექცნენ, როგორც აგრესორ რუსეთს.

პირველი მსოფლიო ომის დროს ზუსტად ასე აშკარად გამოდიოდნენ ბოლშევიკები საკუთარი ქვეყნის დამარცხების მოწოდებით და ყველაფერი გააკეთეს ამ მიზნის მისაღწევად. მათაც, „ნაცებისმსგავსად, ძალაუფლების ხელში აღების დაუოკებელი წყურვილი ამოძრავებდათ, რასაც საბოლოო ჯამში, მიაღწიეს კიდეც. უფრო მეტიც, პირველ მსოფლიო ომში რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლმა გერმანიამ დიდი დახმარება აღმოუჩინა ბოლშევიკებს რევოლუცის მოხდენაში, ხოლო ბოლშევიკებმა სამაგიეროდ, მაშინვე აღიარეს გერმანიასთან საკუთარი სამშობლოს დამარცხება

თანამედროვე ქართველი ნაც-ბოლშევიკებისთვისაც მიზანი ამართლებს ნებისმიერ მოღალატეობრივ საშუალებას და ვისთანაც ხმა მიუწვდებათ, მოუწოდებენ - „დაუწესეთ სანქციები ჩემს მთავრობას, რათა ჩამოიქცნენ, ჩამოიშალონ და ჩვენ დავიბრუნოთ სანატრელი ძალაუფლება. ამის შემდეგ ჩვენ გპირდებით, რომ შევასრულებთ ყველა თქვენს სურვილს, რუსეთს საქართველოში გავუხსნით მეორე ფრონტს, მოვახდენთ ქონების ჩამორთმევას, რომელიც რუსებს გააჩნიათ საქართველოში, რუსეთ-უკრაინის ომშიც ოფიციალურად გავგზავნით მოხალისეებს, არცერთ რუსეთის მოქალაქეს არ გავაჭაჭანებთ ჩვენს ქვეყანაში, ვინცპუტინ ხუილოსარ იყვირებს და თუ რომელიმე ქართველი გაბედავს ამ ყველაფრის წინააღმდეგ გალაშქრებას, ქართულ საკონცენტრაციო ბანაკებში გავაწესებთ, რომლის გემოც კარგად ახსოვთ ჩვენი მმართველობის დროს ციხის ჯოჯოხეთგამოვლილ მოქალაქეებს!“

ამ შემთხვევაში სულ ერთია, ნიკა გვარამიას მიერ დაგეშილი რომელიმე ჟურნალისტი, ვინმე დემნა დევდარიანი შეეცდება აშშ-ის მაღალჩინოსნისთვის რაიმე ცუდის წამოცდენას საქართველოზე, „ნაცებისლიდერები: ხატია დეკანოიძე, გია ბარამიძე, ბათუ ქუთელია და სხვაპატრიოტებიგამოვლენ უკრაინის ტელევიზიით, თუ ხოშტერიების მთელი ბანდა მიმართავს პეტიციით მსოფლიოს, მთავარია, რომ ეს ანტისახელმწიფოებრივი ქმედებები არისნაცების. . მესიჯ ბოქსი, რომელშიც აშკარად ისმის ხვეწნა-მუდარამდე მისული ხელისუფლების დამხობის მოწოდებები.

ნაცებმაკარგად იციან, რომ საქართველოში ხალხის ისეთ მხარდაჭერას ვერასოდეს მოიპოვებენ, რომ უახლოეს ათწლეულებში ხელისუფლებაში ლეგიტიმურად დაბრუნდნენ, რადგან ქართველთა ამ თაობას კარგად ახსოვს მათი მმართველობის საშინელებები. ამიტომ ცდილობენ, როგორმე გარეშე ძალების დახმარებით დაამხონ ხალხის უმრავლესობის მიერ მხარდაჭერილი ოცნების ხელისუფლება.

სამაგიეროდ, ლიბერალურ მსოფლიოს ყველაფერს ჰპირდებიან - ერთნაირსქესიანთა დაქორწინების კანონის მიღებიდან დაწყებული და რუსეთის წინააღმდეგ საზარბაზნე ხორცად საქართველოს მოქალაქეების გამოყენებითა დამთავრებული.
ერთი სიტყვით, ეს სულით მონები, ეძებენ ისეთ პატრონს, ვისაც ხელისუფლების დაბრუნების სანაცვლოდ ბოლომდე დაემონებიან. ამის გაცნობიერება მართებს საქართველოს მოქალაქეებს.

გათავხედებული და სასოწარკვეთილინაცებისთვისგადამწყვეტი მომენტი დადგა - „ახლა ან არასოდეს!“, რადგან მიაჩნიათ, რომ არეულ მსოფლიოში ადვილია ხელისუფლების დაბრუნების სანუკვარი მიზნის მიღწევა“, - წერს ნანა კაკაბაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner