უკრაინაში, ზაპოროჟიეს ოლქის ქალაქ მელიტოპოლში, რომელიც რუსული საოკუპაციო ჯარის მიერ კონტროლდება, მოსახლეობა საპროტესტო აქციას მართავს და ქალაქის მერის, ივან ფედოროვის გათავისუფლებას მოითხოვს.
ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე, კირილე ტიმოშენკო წერს.
მისი ინფორმაციით, 2000-მდე ადამიანი მელიტოპოლის რაიონული ადმინისტრაციის შენობასთან შეიკრიბა და ივან ფედოროვის გათავისუფლება მოითხოვა.
მელიტოპოლის მერი ოკუპანტებმა ქალაქიდან 11 მარტს გაიტაცეს. ვოლოდიმირ ზელენსკის მომხდარს ტერორის ახალ ფაზაზე გადასვლა უწოდა.