logo_geo
eng_logo
სანდრო ბრეგაძე: უკრაინაში რუსეთის პოლიტიკური გამარჯვება უკიდურესად ძნელი წარმოსადგენი ანუ წარმოუდგენელია ‼️
- +

12 მარტი. 2022. 18:29


 

„ქართული მარშის“ ლიდერი სანდრო ბრეგაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს

 

 

 

 

“ეს არის ჩემი -“ქართული მარშის” ლიდერის პიროვნული პოზიცია- ყველა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა უნდა დაბრუნდეს იმ საზღვრებს ,რომელიც მათ სსრკ-ს არსებობის დროს ქონდათ  (თუ ვინმე ვინმეს ტერიტორიას ნებაყოფლობით დაუთმობს ან გაუცვლის ეს იმ უცხო ქვეყნების  ნებაა ) ‼️

 

მარტივი ჭეშმარიტებაა - ერთია სამხედრო ძალა - მეორეა პოლიტიკური ძალა, ისტორიულად - პოლიტიკური ძალა ათასჯერ აღემატება სამხედრო ძალას  ‼️

 

არაერთხელ მითქვამს - ეჭვგარეშეა რომ რუსეთის სამხედრო პოტენციალი ბევრად აღემატება უკრაინისას,მაგრამ ომის მოგებას მარტო  ტანკები და ბომბები არ ყოფნის ‼️

 

უმთავრესია პოლიტიკური გამარჯვების მოპოვება - უკრაინაში რუსეთის პოლიტიკური გამარჯვება უკიდურესად ძნელი წარმოსადგენი ანუ წარმოუდგენელია  ‼️

 

ამ ფონზე ომის შეჩერებას და მოლაპარაკებებით ამ ტრაგედიის დამთავრებას ალტერნატივა არ აქვს - სასწრაფოდ უნდა დამყარდეს მშვიდობა ‼️

 

“ქართული მარშის”  პოზიცია ცალსახაა - აუცლებელია-გარდაუვალია რომ ყველა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა  დაბრუნდეს იმ საზღვრებში , რომელი საზღვრებიც 1991-92 წელს საბჭოთა კავშირის დანგრევამდე არსებობდა ‼️

 

ეს არის სამართლიანი,ისტორიულად გამართლებული და რაც მთავარია - ეს იქნება პოსტსაბჭოთა სივრცეში ომების შეჩერების მთავარი ფაქტორი - სამართლიანი საზღვრების  აღდგენა ( უპირველესად  აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში) ‼️

 

P.S. განმარტებისთვის - ჩვენი პოზიცია რადიკალურად განსხვავდება ე.წ. სხვა ვითომ კონსერვატორების პოზიციებისგან (მაგ.ალტ-ინფო და ა.შ.) რადგან ჩვენ არ ვართ არც პრორუსული და არც პროამერიკული ძალა,ჩვენ ქართველები ვართ-ქართული,ეროვნული მოძრაობა , ამიტომ  ასეთი ჯგუფების პოზიციები “ ვასალურად “ და მიუღებლად მიგვაჩნია ‼️”- წერს სანდრო ბრეგაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner