„ქართული მარშის“ ლიდერი სანდრო ბრეგაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს
“ეს არის ჩემი -“ქართული მარშის” ლიდერის პიროვნული პოზიცია- ყველა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა უნდა დაბრუნდეს იმ საზღვრებს ,რომელიც მათ სსრკ-ს არსებობის დროს ქონდათ (თუ ვინმე ვინმეს ტერიტორიას ნებაყოფლობით დაუთმობს ან გაუცვლის ეს იმ უცხო ქვეყნების ნებაა ) ‼️
მარტივი ჭეშმარიტებაა - ერთია სამხედრო ძალა - მეორეა პოლიტიკური ძალა, ისტორიულად - პოლიტიკური ძალა ათასჯერ აღემატება სამხედრო ძალას ‼️
არაერთხელ მითქვამს - ეჭვგარეშეა რომ რუსეთის სამხედრო პოტენციალი ბევრად აღემატება უკრაინისას,მაგრამ ომის მოგებას მარტო ტანკები და ბომბები არ ყოფნის ‼️
უმთავრესია პოლიტიკური გამარჯვების მოპოვება - უკრაინაში რუსეთის პოლიტიკური გამარჯვება უკიდურესად ძნელი წარმოსადგენი ანუ წარმოუდგენელია ‼️
ამ ფონზე ომის შეჩერებას და მოლაპარაკებებით ამ ტრაგედიის დამთავრებას ალტერნატივა არ აქვს - სასწრაფოდ უნდა დამყარდეს მშვიდობა ‼️
“ქართული მარშის” პოზიცია ცალსახაა - აუცლებელია-გარდაუვალია რომ ყველა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა დაბრუნდეს იმ საზღვრებში , რომელი საზღვრებიც 1991-92 წელს საბჭოთა კავშირის დანგრევამდე არსებობდა ‼️
ეს არის სამართლიანი,ისტორიულად გამართლებული და რაც მთავარია - ეს იქნება პოსტსაბჭოთა სივრცეში ომების შეჩერების მთავარი ფაქტორი - სამართლიანი საზღვრების აღდგენა ( უპირველესად აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში) ‼️
P.S. განმარტებისთვის - ჩვენი პოზიცია რადიკალურად განსხვავდება ე.წ. სხვა ვითომ კონსერვატორების პოზიციებისგან (მაგ.ალტ-ინფო და ა.შ.) რადგან ჩვენ არ ვართ არც პრორუსული და არც პროამერიკული ძალა,ჩვენ ქართველები ვართ-ქართული,ეროვნული მოძრაობა , ამიტომ ასეთი ჯგუფების პოზიციები “ ვასალურად “ და მიუღებლად მიგვაჩნია ‼️”- წერს სანდრო ბრეგაძე.