logo_geo
eng_logo
მერიკის შეერთებული შტატები უკრაინას 200 მილიონი დოლარით დაეხმარება
- +

12 მარტი. 2022. 21:26

 

 

ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინას 200 მილიონი დოლარით დაეხმარება, – ამის შესახებ აღნიშნულია მემორანდუმში, რომელსაც თეთრი სახლი აქვეყნებს.

დოკუმენტში წერია, რომ პრეზიდენტი ბაიდენი, მისი უფლებამოსილების ფარგლებში, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუციისა და კანონის თანახმად აქვს მინიჭებული, დელეგირებულ უფლებამოსილებას გადასცემს აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, რათა 200 მილიონის ღირებულების თანხა მოხმარდეს უკრაინას სამხედრო წვრთნებისთვის და სამხედრო სწავლებისთვის.

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის საგარეო დახმარების შესახებ კანონის 506-ე მუხლის ფარგლებში მემორანდუმს ხელს აწერს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner