logo_geo
eng_logo
სერგეი ლავროვი: თუ NATO საქართველოს ალიანსში ჩათრევის ნაბიჯებს გადადგამს, რუსეთი შესაბამისი ზომებით უპასუხებს
- +

8 აგვისტო. 2016. 15:30


 

 

თუ NATO საქართველოს ალიანსში ჩათრევის პრაქტიკულ ნაბიჯებს გადადგამს, რუსეთი შესაბამისი ზომებით უპასუხებს", - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა  ე.წ. სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა დე ფაქტო მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

 

,,ჩვენ განვიხილეთ თანამშრომლობის საკითხები, მათ შორის კავკასიის რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობისათვის რუსეთისა და სამხრეთ ოსეთის ჟენევის დისკუსიებში მონაწილეობის საკითხი. ჩვენ კიდევ ერთხელ დავადასტურეთ, რომ საჭიროა, სავალდებულოდ შესასრულებელი დოკუმენტის გაფორმება ძალის არგამოყენებასთან დაკავშირებით, რაც 2008 წლის მოვლენების გამეორებას თავიდან აგვაცილებს" - განაცხადა სერგეი ლავროვმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner