logo_geo
eng_logo
ირაკლი სესიაშვილი: პოლიტიკურ პროცესებში მოქმედი თუ ყოფილი სამხედროები არ უნდა ერეოდნენ
- +

8 აგვისტო. 2016. 15:31



თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი თავდაცვის სამინისტროს საიდუმლო ობიექტზე ტრისტან წითელაშვილის შესვლის საკითხზე გაერთიანებული შტაბის ყოფილი უფროსის, გიგი კალანდაძის  გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

 

„გული მწყდება, რომ სამხედრო მუნდირის შესაბამისი პატივისცემა არ ხდება და სამწუხაროდ, ის ადამიანები, ვინც მუნდირს ატარებდნენ, პოლიტიკურ პროცესებში არიან გამოყენებული, რაც ერთგვარ ცუდ ფონს ქმნის ჩვენი ჯარისკაცებისა და ოფიცრებისთვის. პოლიტიკურ პროცესებში მოქმედი თუ ყოფილი სამხედროები არ უნდა ერეოდნენ", - განაცხადა  სესიაშვილმა.


ასევე სესიაშვილმა აღნიშნა, რომ ამ შემთხვევაში, საუბარია რეჟიმის დარღვევაზე და ხელისუფლებამ ამ ინფორმაციაზე ადეკვატური რეაგირება მოახდინა.


„ხელისუფლებამ ამ ინფორმაციაზე ადეკვატური რეაგირება მოახდინა. პროკურატურა ჩართულია პროცესში. ცხადია, გარკვეული ინფორმაცია მაქვს, თუ რასთან გვქონდა საქმე და აქ რაიმე მნიშვნელოვან გადაცდომას ადგილი არ ჰქონია", - აღნიშნა სე

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner