logo_geo
eng_logo
რუსებმა ლვოვში სამშვიდობო და უსაფრთხოების საერთაშორისო ცენტრზე 8 რაკეტა გაისროლეს
- +

13 მარტი. 2022. 10:10

 

 

რუსებმა საჰაერო იერიში მიიტანეს ლვოვის რეგიონში სამშვიდობო და უსაფრთხოების საერთაშორისო ცენტრზე. (უკრაინის სახმელეთო ჯარების ყოფილი იავორის პოლიგონი). ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია UNIAN ლვოვის სამხარეო სამოქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის მიერ ტელეგრამში გავრცელებულ  განცხადებაზე დაყრდნობით წერს.

 

„წინასწარი მონაცემებით, 8 რაკეტა გაისროლეს. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია დგინდება“, - განაცხადა ლვოვის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაქსიმ კოზიცკიმ.

 

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლვოვში საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული. რაიონულ ცენტრში ორი ძლიერი აფეთქება გაისმა.

 

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ აფეთქებები ლვოვის რაიონში პირველად გაისმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner