logo_geo
eng_logo
იენს სტოლტენბერგი: რუსეთი შესაძლოა, უკრაინაში ქიმიური იარაღის გამოყენებას გეგმავდეს
- +

13 მარტი. 2022. 11:39

 

 

NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ რუსეთი შესაძლოა, უკრაინაში ქიმიური იარაღის გამოყენებას გეგმავდეს. მისი თქმით, ამგვარი ნაბიჯი ომის დანაშაული იქნება.

 

როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, ამის შესახებ იენს სტოლტენბერგმა გერმანულ გამოცემა „Welt am Sonntag“-თან ინტერვიუში განაცხადა.

 

„ბოლო დღეებში ჩვენ გვესმის აბსურდული განცხადებები ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის ლაბორატორიების შესახებ“, – განაცხადა NATO-ს გენერალურმა მდივანმა და აღნიშნა, რომ კრემლი ქმნის ყალბ საბაბს, რათა გაამართლოს ის, რისი გამართლებაც შეუძლებელია.

 

„ახლა, როდესაც ეს ყალბი განცხადებები გაკეთდა, ჩვენ სიფრთხილე უნდა შევინარჩუნოთ, რადგან შესაძლებელია, რომ რუსეთი თავად გეგმავდეს ქიმიური იარაღის გამოყენებით ოპერაციებს ამ სიცრუის ფაბრიკაციის ქვეშ. ეს ომის დანაშაული იქნება“, – განაცხადა NATO-ს გენერალურმა მდივანმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner