logo_geo
eng_logo
Reuters: ერაყში ბალისტიკური რაკეტები ირანმა გაისროლა
- +

13 მარტი. 2022. 12:11

 

 

კვირას, ღამის პირველ საათზე ერაყის ქალაქ ერბილში რამდენიმე რაკეტა ამერიკის შეერთებული შტატების საკონსულოსთან ჩამოვარდა. როგორც ცნობილია, ბალისტიკური რაკეტა ირანმა გაუშვა. ამის შესახებ reuters წერს. გასროლამ გამოიწვია მხოლოდ მატერიალური ზიანი და ერთი მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა.

 

ირანის სახელმწიფო ტელევიზიის კორესპონდენტმა ერაყში განაცხადა, რომ რაკეტები მიმართული იყო „ისრაელის საიდუმლო ბაზებზე“. ვინ იღებს ოფიციალურ პასუხისმგებლობას, ამ ეტაპზე ცნობილი არ არის. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა გასროლას „აღმაშფოთებელი თავდასხმა“ უწოდა. მან აღნიშნა, რომ ამერიკელები არ დაშავებულან და ერბილში აშშ-ის სამთავრობო ობიექტები არ დაზიანებულა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner