logo_geo
eng_logo
ამირან სალუქვაძე: წლებია ვითხოვ, რომ სსკ-ში აღდგეს 307-ე მუხლი
- +

13 მარტი. 2022. 12:35

 

 

ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

 

„ამონარიდი სსკ-დან. ყურადღება მიაქციეთ ფრაზას „პროვოცირების მიზნით“.

 

კარი მე-11

დანაშაული სახელმწიფოს წინააღმდეგ

 

 

მუხლი 310.

  1. უცხო ქვეყანასთან ან უცხოეთის ორგანიზაციასთან ისეთი ურთიერთობის დამყარება, რომლის მიზანია საქართველოს წინააღმდეგ საომარი მოქმედების ან აგრესიის სხვა აქტის მომზადება ან განხორციელება, აგრეთვე სხვაგვარი ქმედება ასეთი აქტის პროვოცირების მიზნით, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან თორმეტ წლამდე.

 

  1. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია, –

 

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან თხუთმეტ წლამდე.

 

▪️▪️▪️

მსოფლიო იმყოფება საომარ მდგომარეობაში. ამ ომის სამხედრო დაპირისპირება მიმდინარეობს უკრაინის მიწაზე. დანარჩენ მონაწილეებს, კერძოდ რუსეთსა და დასავლეთს შორის, პირდაპირი გაგებით ღია საინფორმაციო, ეკონომიკური და კიბერ ომია. სამხედრო დაპირისპირების არეალის გაფართოების საშიშროების ალბათობა მაღალია. საქართველოს მიმართ მუქარა განხორციელდა როგორც უკრაინის ომამდე, ასევე მისი მსვლელობისას. უკვე ხშირად ახსენებენ მე-3 მსოფლიო ომს.

 

ამ ვითარებაში ის ქმედებები, რომლებსაც ახორციელებს ზოგიერთი პოლიტიკოსი, ან პოლიტიკური ჯგუფი, ან მათი წაქეზებით მოქალაქეები, შეიძლება შეფასდეს როგორც „აგრეთვე სხვაგვარი ქმედება ასეთი აქტის პროვოცირების მიზნით".

 

ასეთი ქმედებების მთელი კასკადი ვიხილეთ. დროულად უნდა გაკეთდეს პრევენციული განცხადებები. პრევენციის მიზნით მხოლოდ პოლიტიკური განცხადებები საკმარისი არაა.

 

P.S. წლებია ვითხოვ, რომ სსკ-ში აღდგეს 307-ე მუხლი, რომლის თანახმადაც ასეთი დანაშაულები ითვლებოდა არა უბრალოდ სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულად, არამედ სახელმწიფოს ღალატად.

 

უნდა დაბრუნდეს 2007 წელს გაუქმებული 307-ე მუხლი თავის ადგილას, ან მე-11 კარს შეეცვალოს სათაური, ან ყოველ მუხლში, 308-დან 322-მდე, გაკეთდეს შესაბამისი ჩანაწერი, რომ აღნიშნული დანაშაულები (ჯაშუშობა, საბოტაჟი და სხვა) წარმოადგენს სახელმწიფოს (სამშობლოს) ღალატს“, - წერს ამირან სალუქვაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner