logo_geo
eng_logo
შარლ მიშელი: არსებობს ფრუსტრაცია, რადგან ვხედავთ, რომ ამ დრომდე დაწესებულმა სანქციებმა დეესკალაციამდე და საომარი მოქმედებების შეწყვეტამდე ვერ მიგვიყვანა
- +

13 მარტი. 2022. 12:53

 

 

„ჩვენ ცივი სისხლი უნდა გამოვაჩინოთ. უნდა ვიმოქმედოთ ჭკვიანურად და მტკიცედ“, - აცხადებს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებულ ომზე საუბრისას.

 

მისი თქმით, ევროკავშირი ორი მიმართულებით მუშაობს.

 

„ერთი მხრივ, ეს არის მკაცრი სანქციები, და ჩვენ გავაგრძელებთ ახალი, უპრეცედენტო სანქციების შემუშავებას, რომელმაც პირველი შედეგებიც მოიტანა. მეორე მხრივ კი, საუბარია ევროკავშირის „დე-ენ-ემ“-ზე - ჩვენ გვჯერა, რომ დიალოგი ყოველთვის შესაძლებელი უნდა იყოს. სწორედ ამიტომაცაა, როგორც ხედავთ, რომ პრეზიდენტი მაკრონი, მასთან ერთად, სხვა ლიდერები, როგორ ცდილობენ შეინარჩუნონ დიალოგის ეს ძაფი, რომელიც მყიფე და წვრილია, არსებობს ფრუსტრაცია, იმის გამო, რომ ჩვენ ვხედავთ, რომ ამ დრომდე დაწესებულმა სანქციებმა დეესკალაციამდე და საომარი მოქმედებების შეწყვეტამდე ვერ მიგვიყვანა, მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებები არ იქნა დაცული. თუმცა ჩვენ გვჯერა, რომ უნდა შევინარჩუნოთ დიპლიმატიური არხი მათ დასამუხრუჭებლად და, წარმატების მისაღწევად, შესაძლოა, სწორედ ეს გზა იყოს ყველაზე შედეგიანი“, - აღნიშნა შარლ მიშელმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner