logo_geo
eng_logo
ანჯეი დუდა: რუსეთის მხრიდან ქიმიური იარაღის გამოყენებამ შესაძლოა კონფლიქტში NATO-ს ჩარევა გამოიწვიოს
- +

13 მარტი. 2022. 14:06

 

 

პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა აცხადებს, რომ რუსეთის მხრიდან უკრაინის მოსახლეობის მიმართ ქიმიური იარაღის გამოყენებამ შესაძლოა კონფლიქტში NATO-ს ჩარევა გამოიწვიოს.

 

„ეს არის ის, რაც მსოფლიო არ უნახავს ამ მასშტაბის მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. მე ვფიქრობ, რომ პუტინს შეუძლია გამოიყენოს ყველაფერი ახლა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ის ამ რთულ სიტუაციაშია. პოლიტიკური თვალსაზრისით, მან უკვე წააგო ეს ომი და სამხედრო თვალსაზრისით, ის არ მოიგებს მას“, -განაცხადა პრეზიდენტმა BBC-სთან ინტერვიუში.

 

მისი თქმით, თუ პუტინი ქიმიურ იარაღს გამოიყენებს, ეს იქნება მნიშვნელოვანი გარდამტეხი მომენტი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner