logo_geo
eng_logo
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში, დოკუმენტის აპოსტილით დამოწმება/ლეგალიზაციის სერვისში ცვლილებაა
- +

8 აგვისტო. 2016. 15:42



    სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი მუდმივად ზრუნავს მოქალაქეთა მომსახურების გაუმჯობესებაზე და შესაბამისად ცენტრის მხრიდან მოქალაქეებზე გასაწევი მომსახურების სერვისებისა და  პროცედურების გამარტივებაზე. ამ მიზნით, ცენტრში პერიოდულად ხორციელდება ორგანიზაციული განვითარების მთელი რიგი  ღონისძიებები სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებთან კოორდინაციით.


  სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ შეიმუშავეს ახალი პროცედურები , რომელიც უზრუნველყოფს გაწეული მომსახურების ხარისხს და გააფართოებს მის გეოგრაფიულ არეალს.


  ამჯერად, ცვლილება ეხება საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ გაცემული დოკუმენტების აპოსტილით დამოწმება/ლეგალიზაციის სერვისებს.


   2016 წლის 10 აგვისტოს შემდეგ საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში გაცემული დოკუმენტების აპოსტილით დამოწმება/ლეგალიზაციიის უფლებამოსილება გადაეცემა სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, რაც დაინტერესებულ პირს მისცემს შესაძლებლობას , 17 იუსტიციის სახლსა და 14 ტერიტორიულ სამსახურში მიიღონ აპოსტილთან / ლეგალიზაციასთან დაკავშირებული მომსახურება.


აპოსტილით დამოწმების/ლეგალიზაცია ეხება შემდეგი ტიპის დოკუმენტებს:

Ø  ცნობა (სწავლის, შეფასებების, მუშაობის შესახებ და ა.შ);

Ø  ატესტატი (სრული/საბაზო)/არასრული საშუალო განათლების მოწმობა;

Ø  ნიშნების ფურცელი;

Ø  სახელობო განათლების სერთიფიკატი;

Ø  დიპლომი (უმაღლესი/პროფესიული);

Ø  დიპლომის დანართი.

 

   დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ ეწვიოთ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ვებგვერს www.eqe.gov.ge და ფეისბუქ გვერდს. ასევე დარეკეთ ცხელ ხაზზე 2 200 220.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner