logo_geo
eng_logo
საქალაქო ადმინისტრაცია: კიევი ბლოკადისთვის ემზადება - ქალაქი სურსათის 2-კვირიანი მარაგით შეივსო
- +

13 მარტი. 2022. 15:07

 

 

კიევი ბლოკადისთვის ემზადება. ქალაქი სურსათის 2-კვირიანი მარაგით შეივსო. იმ 2-მილიონიანი მოსახლეობისთვის, რომელიც ქალაქში დარჩა, სურსათის 2-კვირიანი მარაგი ჩამოყალიბდა. აღნიშნულ ინფორმაციას კიევის საქალაქო ადმინისტრაცია „ტელეგრამის“ საშუალებით ავრცელებს.

 

„ქალაქი ბლოკადის შესაძლო მოქმედებებისთვის ემზადება. ის ორი მილიონი კიეველი, რომელთაც თავისი სახლები არ დატოვეს, გაუარესებულ მდგომარეობასთან პირისპირ არ დარჩებიან. დედაქალაქის მთავრობამ ბიზნესთან თანამშრომლობის გზით მაქსიმუმი გააკეთა იმისათვის, რომ გაიხსნას აფთიაქები, მაღაზიები და მისაღები ფასები იყოს“, - ნათქვამია განცხადებაში.

 

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ქალაქი უკრაინელ და უცხოელ პარტნიორებს მადლობას უხდის იმისთვის, რომ მათ კიევის მაღაზიების მომარაგება უმოკლეს დროში შეძლეს.

 

„გარდა ამისა, ქალაქში მიმდინარეობს პენსიებისა და ხელფასების დარიცხვა, ამიტომ ვთხოვთ კიევის მცხოვრებლებს, რომ, შეძლებისდაგვარად, სურსათის შეძენის გარდა, კომუნალური გადასახადებიც გადაიხადონ, რომელსაც სრული დატვირთვით იღებენ. ამასთანავე, დაეხმარეთ მათ, ვინც თქვენ გვერდით არის!“ - ნათქვამია კიევის ადმინისტრაციის განცხადებაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner