logo_geo
eng_logo
გელა ზედელაშვილი: მაჭუტაძეს რომ უჯდები ტელევიზორში, არ იცი, რომ მეტსაცა გკადრებს?
- +

13 მარტი. 2022. 17:20

 

 

ნიკა მაჭუტაძისა და ვლადიმერ ბოჟაძის ტელედებატებს ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი სოციალურ ქსელში ეხმიანება.

 

„ნიკა მაჭუტაძე ეუბნება ვლადიმერ ბოჟაძეს, როცა წიგნებს წაიკითხავ და ინტელექტუალურად ჩემ დონემდე მოხვალ, მერე ვილაპარაკოთ, მანამდე ილაპარაკე შენთვისო.

 

ეგე, ლადო, დაგხვდა წინა? ამას წინებზე რომ გეუბნებოდი, წამო, სერგოს ბიბლიოთეკაში დონ კიხოტ ლამანჩელზე წიგნი წავიკითხოთ-მეთქი და შენ კიდე მითხარი, ეხლა არ მცალიაო, გახსოვს?

 

მერე გითხარი, წამო, ლუციუს აპულეუსის „ოქროს ვირი“ წავიკითხოთ ერთობლივად-მეთქი, ისევ მოუცლელობა მოიმიზეზე.

 

ბოლოს „შავ ვარდზე“ და „მგლის ბილიკზე“ დაგპატიჟე, იმაზეც წიხლი მიკარ!

 

მანამ, სანამ ჩვენ ამდენი წიგნები ვერ წავიკითხეთ, მაჭუტაძემ წაიკითხა და ინტელექტუალურადაც გაიბრიქა. დაუკვირდი, ეგ როცა ბევრსა კითხულობს, თმაც უხუჭუჭდება და შუბლზე ხაზები უჩნდება.

 

ისე, რაღა დაგიმალო, ძმაო ვლადიმერ და... მაჭუტაძეს რომ უჯდები ტელევიზორში, არ იცი, რომ მეტსაცა გკადრებს? ყველასთან ლაპარაკი (მით უფრო „ნაცებთან“) კი არ შეიძლება, ადამიანო?!“ - წერს გელა ზედელაშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner