logo_geo
eng_logo
რუსეთი სირიაში დაქირავებულთა რეკრუტირების 14 ცენტრს ხსნის
- +

13 მარტი. 2022. 18:46

 

 

რუსეთმა სირიაში გახსნა 14 დაქირავებული რეკრუტირების ცენტრი და ამზადებს დაქირავებულებს ლიბიიდან. ვარაუდობენ, რომ სირიელები უკრაინელების წინააღმდეგ მძიმე არტილერიასა და სნაიპერულ იარაღს გამოიყენებენ. ამის შესახებ უკრაინული მედია UNIAN უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს.

 

„პუტინის რუსეთმა გახსნა დაქირავებულთა რეკრუტირების 14 ცენტრი სირიაში, ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე. რუსეთმა უკვე შეკრიბა ათასობით სირიელი დაქირავებული ჯარისკაცი საოკუპაციო ძალების რიგებში, კერძოდ, ისინი არიან ეგრეთ წოდებული „ეროვნული თავდაცვის მილიციის“ წევრები და სირიის შეიარაღებული ძალების მე-5 კორპუსის ნაწილები“, - აღნიშნულია განცხადებაში.

 

ანგარიშში ნათქვამია, რომ დადასტურდა ინფორმაცია რუსეთის მიერ ლიბიიდან დაქირავებული მებრძოლების წვრთნის შესახებ უკრაინაში საომარ მოქმედებებში მონაწილეობისთვის.

 

„რუსეთი უცხოელ დაქირავებულებს გადაუხდის ყოველთვიურ ხელფასს 300-დან 600 დოლარამდე“, - იუწყება უკრაინის დაზვერვა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner