logo_geo
eng_logo
ხატია დეკანოიძე საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტის ოჯახის წევრს დაემუქრა
- +

13 მარტი. 2022. 19:02

 

 

„ქოცო ყ@@@@ლა, გა@@ვი საერთოდ, არ მაპოვნინო თავი“ - ამ შინაარსის პირადი შეტყობინება „ნაცმოძრაობის“ წევრის ხატია დეკანოიძისგან საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტის გიორგი მანჯავიძის მეუღლეს გვანცა პაპუაშვილს მას შემდეგ მიუვიდა, რაც პაპუაშვილმა იკითხა, შეიძლება თუ არა დეკანოიძეს მანდატი შეუჩერდეს განცხადებისთვის, სადაც იგი ამბობს, რომ „საქართველოს ხელისუფლება ეძებს შავ ხვრელებს, რათა დაეხმაროს პუტინს, შექმნას იარაღი, რათა გააგრძელოს მკვლელობა“.

 

ხატია დეკანოიძის მუქარას საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი გიორგი მანჯავიძე Facebook-ში გამოეხმაურა.

 

„აქ ვართ ოჯახი და დიდად ძებნა არ დაგჭირდება. სულ არ მადარდებს ეხლა ვინ და ვის ეწყინება აქ ეს პოსტი .... შენს ადგილას ბოდიშს მოვიხდიდი მაგ სიტყვებისთვის და მუქარისთვის.... - დანარჩენს არ განვავრცობ რასაც ვფიქრობ!!!!

 

პ.ს. ვინ იცნობთ, გადაეცით მოკითხვა და ველოდები, როდის „მოგვძებნის“...

 

პ.პ.ს გვანცას მიწერა პირადში, ქოცო ,თავი არ მომაძებნინოო...( ამას სადღაც მოუნიშნავს, გაეცი ხალხს პასუხიო)“, - წერს გიორგი მანჯავიძე.

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner