logo_geo
eng_logo
უკრაინის ენერგეტიკის მინისტრის განცხადებით, ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე ელექტრომომარაგება აღდგა
- +

14 მარტი. 2022. 00:09

 

 

ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე ელექტრომომარაგება აღდგა. ამის შესახებ უკრაინის ენერგეტიკის მინისტრი, გერმან გალუშენკო ავრცელებს ინფორმაციას.

 

უკრაინელი მინისტრის თქმით, ატომურ ელექტროსადგურზე ელექტროენერგია „უკრენერგოს“ და ელექტრიკოსების ძალისხმევის შედეგად აღდგა, რომლებმაც საკუთარი ჯანმრთელობის რისკის ფასად შესაძლო ბირთვული კატასტროფა გაანეიტრალეს.

 

„ახლად ამუშავებული ბირთვული ასამბლეის გაგრილების სისტემები ისევ ნორმალურად იმუშავებს და არა სარეზერვო ენერგიისგან. ხაზს ვუსვამ, რომ სადგური არის უკრაინის ენერგეტიკული ობიექტი და ჩვენ არ გვჭირდება არავის დახმარება ჩვენი ობიექტებისთვის ელექტროენერგიის მიწოდების ან აღდგენისთვის. დიახ, ჩვენი ენერგეტიკოსები მართლაც გმირები არიან, მაგრამ სამხედრო აგრესიის პირობებში ბირთვული უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია“, – აცხადებს გერმან გალუშენკო.

 

უკრაინის მთავრობის წარმომადგენელი ბირთვული ობიექტების დაცვისთვის დახმარებას ევროკომისიას, საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოს, გაერო-ს და ეუთო-ს სთხოვს. გალუშენკოს განცხადებით, საჭიროა, რუსმა ჯარისკაცებმა ატომური სადგური დატოვონ და უკრაინის ბირთვული ობიექტების ირგვლივ 30-კილომეტრიანი დემილიტარიზებული ზონა შეიქმნას.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner