„თუ ვინმე რუსი აგენტი შემოდის ქვეყანაში, ეს ჩემი განსასაზღვრავი არ არის, ეს შესაბამისმა ორგანოებმა უნდა დაადგინონ. მე რომ რუსს ვუყურებ ეგრევე შპიონი არ უნდა დავინახო მასში. ის პირველ რიგში ადამიანია. პასპორტი უნდა ვთხოვო ადამიანს და იმის მიხედვით მოვეპყრა, ეს ხომ აბსურდია“, - ამის შესახებ „იმედი LIVE“-ში პროფესორმა, ლევან გიგინეიშვილიმა განაცხადა.
„თუ კი იმ რაოდენობით შემოვლენ, რომ ეს საფრთხეს შეუქმნის ქვეყანას და პრობლემა იქნება, რა თქმა უნდა, მაშინ რაციონალურ გადაწყვეტილებებს მივიღებთ. ეს ქსენოფობიური განწყობები ძალიან სახიფათოა. ეს საკითხი მაშინ გაჩნდება, თუ იმ მასშტაბით მოაწვებიან, რომ ეს ქართულ ეკონომიკას ან რაიმეს რაციონალურ, განსაზღვრებად და წონად საფრთხეს შეუქმნის. მაშინ ქვეყანა მიიღებ ზომებს. ზღვარი ქსენოფობიასა და პატრიოტიზმს შორის ადამიანობაზე გადის. პირველ რიგში ადამიანი ხარ და მერე ხარ პატრიოტი. ადამიანობას არ უდნა გადაუხვიო“, - განაცხადა ლევან გიგინეიშვილმა.