logo_geo
eng_logo
ვოლოდიმირ ზელენსკი: დელეგაციათა წარმომადგენლები ყოველდღე საუბრობენ ვიდეოფორმატში, ჩვენი დელეგაციის წევრებს მკაფიო ამოცანა აქვთ - ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რომ პრეზიდენტების შეხვედრა შედგეს
- +

14 მარტი. 2022. 10:48

 

 

„უნდა გავმაგრდეთ, უნდა ვიბრძოლოთ, ჩვენ გავიმარჯვებთ, მე ეს ვიცი, მე ამის მჯერა!“, - ღამით გავრცელებულ საგანგებო მიმართვისას, უკრაინის პრეზიდენტმა თანამემამულეები და უკრაინის დამცველები კიდევ ერთხელ გაამხნევა და ქვეყანაში შექმნილ ვითარებას, ყველაზე დიდი გამოცდა უწოდა.

 

საგანგებო მიმართვაში, ზელენსკიმ რუსეთისგან მომდინარე საფრთხე ნატოს კიდევ ერთხელ შეახსენა და ისევ უკრაინის ცის ჩაკეტვისკენ მოუწოდა.

 

მიმართვის კიდევ ერთი, მთავარი თემა, რუსეთთან მოლაპარაკებები იყო. „დელეგაციათა წარმომადგენლები ყოველდღე საუბრობენ ვიდეოფორმატში. ჩვენი დელეგაციის წევრებს მკაფიო ამოცანა აქვთ - ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რომ პრეზიდენტების შეხვედრა შედგეს. დარწმუნებული ვარ, ხალხი ელის ამ შეხვედრას“, - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner