logo_geo
eng_logo
საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ თამარ კინწურაშვილს მორიგ სიცრუეში ამხელს
- +

8 აგვისტო. 2016. 16:03




გიგა ბოკერიას ყოფილ მოადგილეს, მიხეილ სააკაშვილის ყოფილ მრჩეველს, საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილ დირექტორსა და „მედიის განვითარების ფონდის" ხელმძღვანელს თამარ კინწურაშვილს, საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი" მორიგ სიცრუეში ამხელს.


საქმე ეხება სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ სტატიას, რომელიც კინწურაშვილის მმართველობის დროს საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ გაწეულ ხარჯებს შეეხებოდა და სადაც აღნიშნული იყო, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტიდან, რომელსაც ხალხი აფინანსებს, დალაგება-დასუფთავებისთვის 165 ათასი ლარი გაიხარჯა.


აღნიშნულმა სტატიამ საზოგადოების დიდი დაინტერესება გამოიწვია, თუმცა ქალბატონმა თამარმა აღნიშნული ინფორმაციის სიზუსტე უარყო და განაცხადა, რომ მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია.


საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესმა" ზემოთნახსენები სტატია მოამზადა იმ ოფიციალურ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლიდან მან ოფიციალურად გამოითხოვა და ასევე ოფიციალურად მიიღო.


 

„რა თქმა უნდა, დოკუმენტაცია ინახება რედაქციაში და მისი მტკიცებულებად წარდგენა ნებისმიერ დროსაა შესაძლებელი.

 

აქვე, გთავაზობთ ფოტოფრაგმენტს ოფიციალური ინფორმაციიდან, საიდანაც დასტურდება, რომ დასუფთავებისთვის 165 ათასი ლარი ნამდვილად იქნა გაწეული ტენდერის საფუძველზე.

 

ასევე გთავაზობთ ვიდეობმულს, სადაც თამარ კინწურაშვილი აღნიშნულ ინფორმაციას უარყოფს", - წერს „ნიუსპრესი".

 

 



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner