logo_geo
eng_logo
დღეს უკრაინისა და რუსეთის დელეგაციების მორიგი შეხვედრა იგეგმება
- +

14 მარტი. 2022. 11:03

 

 

უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის მორიგი შეხვედრა დღეს გაიმართება. ცნობა რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა დაადასტურა.

 

„მოლაპარაკებების პროცესის დაწყებასთან შედარებით, მოსკოვმა და კიევმა მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს“, - აცხადებს რუსეთის დელეგაციის წევრი, ლეონიდ სლუცკი. მისივე თქმით, ეს პროგრესი, შეიძლება, უახლოეს რამდენიმე დღეში „გადაიზარდოს ორივე დელეგაციის საერთო პოზიციად, ხელმოსაწერ დოკუმენტებში“.

 

უკრაინული მხარის ცნობით, მუშავდება ხელშეკრულებების პაკეტი უკრაინის პოზიციის გათვალისწინებით.

 

რაც შეეხება პირველი პირების შეხვედრის ადგილს - განხილვა გრძელდება, პუტინის თქმით, ზელენსკისთან შეხვედრისთვის მზადაა. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, პრეზიდენტ ერდოღანთან სატელეფონო მოლაპარაკებისას, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის წინააღმდეგი არ არის. ახლა თურქეთი ცდილობს ორი ქვეყნის ლიდერის შეხვედრის ორგანიზებას.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner