logo_geo
eng_logo
ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე ელექტროენერგიის მიწოდება აღდგენილია
- +

14 მარტი. 2022. 11:03

 

 

უკრაინის ენერგეტიკის მინისტრის, გერმან გალუშენკოს მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე ელექტრომომარაგება განახლდა. მინისტრის თქმით, ეს „უკრენერგოსა“ და ელექტრიკოსების ძალისხმევის შედეგად გახდა შესაძლებელი და „მათ საკუთარი ჯანმრთელობის რისკის ფასად, შესაძლო ბირთვული კატასტროფა გაანეიტრალეს“.

 

უკრაინის მთავრობის წარმომადგენელი ამბობს, რომ, სამხედრო აგრესიის პირობებში, ბირთვული უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია, ამიტომ ობიექტების დაცვისთვის, დახმარებას ევროკომისიას, საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოს, გაეროსა და ეუთოს სთხოვს. გალუშენკოს განცხადებით, საჭიროა, რუსმა ჯარისკაცებმა ატომური სადგური დატოვონ და უკრაინის ბირთვული ობიექტების ირგვლივ, 30-კილომეტრიანი დემილიტარიზებული ზონა შეიქმნას.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner