logo_geo
eng_logo
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება
- +

14 მარტი. 2022. 11:21

 

 

კასპის  მუნიციპალიტეტში  „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით” დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, ადგილობრივ მოსახლეობასთან  შეხვედრები გრძელდება. ამჯერად დასახლებების საერთო კრებები  ლამისყანის, ოკამის, აღაიანისა და წინარეხის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში გაიმართა.

მოსახლეობასთან შეხვედრებს კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე, მერის პირველი მოადგილე დავით ქისიშვილი, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე შოთა ბეგლარაშვილი, საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები დაესწრნენ.

საერთო კრებებზე მოსახლეობამ სოფლისთვის ის  პრიორიტეტები განსაზღვრა, რაც "სოფლის მხარდაჭერის  პროგრამის“ დაფინანსების ფარგლებშია შესაძლებელი. ადგილობრივებმა პრიორიტეტად  ძირითადად შიდა საუბნო  გზების მოხრეშვა, სანიაღვრე არხების  წმენდის, გარე განათების, სპორტული ინფრასტრუქტურის და ბავშვთა გასართობი სივრცეების მოწყობა  დაასახელეს.

გასულ 2021 წელს „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მუნიციპალიტეტში 99 პროექტი განხორციელდა. 2022 წელს „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან კასპის მუნიციპალიტეტში 950 000 ლარი დაიხარჯება. პრიორიტეტების გამოსავლენად, ადგილობრივ მოსახლეობასთან  შეხვედრები 17 ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ ყველა სოფელში გაიმართება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner