logo_geo
eng_logo
ირაკლი სესიაშვილი: საქართველო დღეს ყველაზე ინტენსიურ პროცესში იმყოფება NATO-სთან ინტეგრაციის გზაზე
- +

8 აგვისტო. 2016. 16:05



"მე ვფიქრობ, ზოგიერთ პოლიტიკურ პირს არ აქვს საერთო კომპლექსური განცდა იმისა, საქართველო დღეს რა პროცესში იმყოფება," - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი სესიაშვილ  აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი მოადგილის, მეთიუ ბრაიზას განცხადებას, რომლის მიხედვითაც, საქართველოს NATO-სა და დასავლეთისკენ სწრაფვის ინტენსიურობა შემცირდა.


„ეს არის ასოცირების შეთანხმება, ეს არის ვიზალიბერალიზაციის პროცესი, ეს არის ნატოსთან ძალიან ინტენსიური ურთიერთობა, რომლის ფარგლებში გვაქვს ძალიან სერიოზული გადაწყვეტილებები, მათ შორის უელსის სამიტის გადაწყვეტილება. მთელი რიგი მიმართულებებით ჩვენ ვართ დღეს ყველაზე მაღალ ეტაპზე ურთიერთობის ინტენსივობის კუთხით. ვინც ამას ვერ ხდავს, ალბათ გარკვეული პირადი ან პოლიტიკური ინტერესები გააჩნიათ. მე შემიძლია ის გითხრათ, რასაც გვეუბნება NATO, რასაც გვეუბნებიან NATO- წვერი ქვეყნები, რომ საქართველო დღეს ყველაზე ინტენსიურ პროცესში იმყოფება NATO-სთან ინტეგრაციის გზაზე. ჩვენ მიზანთან გაცილებით ახლოს ვართ, ვიდრე აქამდე ვყოფილვართ, თუმცა ყველაფერ ამას სჭირდება მუშაობა, შესაბამისი საერთაშორისო პოლიტიკური მოცემულობაც, რაც შეიძლება პირდაპირ ჩვენზე არ იყოს დამოკიდებული", - განაცხადა სესიაშვილმა.


მისივე თქმით, საქართველოს, რიგ შემთხვევებში, იმ ქვეყნებზე უკეთესი მდგომარეობა აქვს, რეფორმების განხორციელების თვალსაზრისით, რომლებსაც აქვთ MAP-ი და ხდებიან NATO-ს წევრები.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner