logo_geo
eng_logo
უკრაინის შსს: რუსმა ოკუპანტებმა ტაძრები ჟიტიმორსა და ხარკოვშიც ააფეთქეს. ფოტოები
- +

14 მარტი. 2022. 11:59

 

 

„ისინი არ არიან სამხედროები, ისინი არიან ბარბაროსები, არაადამიანები, მიზანმიმართულად ანადგურებენ უკრაინის მშვიდობიან ქალაქებსა და სალოცავებს. რუსეთი ანადგურებს ყველაფერს, მაგრამ ის ვერასდროს გაანადგურებს ჩვენს რწმენას და ხელს ვერ შეგვიშლის უკრაინის დაცვაში“, - ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.

 

უწყება იმ ტაძრების ფოტოებს აქვეყნებს, რომლებსაც ოკუპანტები დაესხნენ თავს.

 

ჟიტომირის ოლქში, სოფელ ვიაზივკაში, გაანადგურეს 1862 წელს აშენებული ღვთისმშობლის შობის ეკლესია.

 

 

ხარკოვის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში, რომელსაც ადგილობრივები აფარებდნენ თავს, ხელყუმბარა შეაგდეს. ოფიციალური ცნობით, არავინ დაშავებულა. „ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი გადაურჩა ბოლშევიკებსა და მეორე მსოფლიო ომს, როდესაც მის ირგვლივ ყველა შენობა დაინგრა, ტაძარი გადარჩა“, - აღნიშნულია უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner