logo_geo
eng_logo
თამთა მეგრელიშვილი ხაბეიშვილს: ხვალ ველი, შენს პასუხს ამოიღე ამ ქვეყნების ფოტომასალა, ფურცლების და ფოტოების ფრიალი მაინც შენი სტიქიაა, არ დაგავიწყდეს მიაწერე „რუსეთუმეა“ - სერბეთი; ბულგარეთი; ბუდაპეშტი
- +

14 მარტი. 2022. 12:32

 

 

„საჭირო ეტაპების გასავლელად (EBRD-მა) მის მიერვე გამოცხადებული კონკრეტული ტენდერის ფარგლებში დადებული ხელშეკრულების ფინანსური ანგარიშსწორება დროებით შეაჩერა რაც ოპოზიციონერმა „ტროლმა“ ხაბეიშვილმა პროექტის ჩავარდნად გადათარგმნა და თან გაუხარდა, ის ხომ კახა კალაძეს 170 მილიონი ლარის ხელშეკრულების შეწყვეტას მხოლოდ იმ მოტივით სთხოვს, რომ შემსრულებელი რუსული კომპანიაა,“ - ასე ეხმაურება საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი ლევან ხაბეიშვილის განცხადებას. როგორც მეგრელიშვილი წერს, ამ კომპანიით ისარგებლეს წამყვანმა ქვეყნებმა - როგორიც არის ბუდაპეშტი; სერბეთი; ბულგარეთი.

 

„თბილისის მეტროს განახლების პროექტს, რომელიც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პროგრამით ხორციელდება, იმ უმნიშვნელოვანეს პროექტთაგან ერთ - ერთია რომელიც აუცილებლად განხორციელდება. თბი­ლი­სის მეტ­როს მო­დერ­ნიზებისთვის170 მი­ლი­ო­ნი­ა­ნი ხელ­შეკრუ­ლე­ბა უკვე გაფორმებულია. სხვა საჭირო ეტაპების გასავლელად (EBRD-მა) მის მიერვე გამოცხადებული კონკრეტული ტენდერის ფარგლებში დადებული ხელშეკრულების ფინანსური ანგარიშსწორება დროებით შეაჩერა რაც ოპოზიციონერმა „ტროლმა“ ხაბეიშვილმა პროექტის ჩავარდნად გადათარგმნა და თან გაუხარდა, ის ხომ კახა კალაძეს 170 მილიონი ლარის ხელშეკრულების შეწყვეტას მხოლოდ იმ მოტივით სთხოვს, რომ შემსრულებელი რუსული კომპანიაა.

 

და მაინც, ამ რუსული კომპანიით ისარგებლეს წამყვანმა ქვეყნებმაც: ბუდაპეშტი 2016-2017 წ - 222 მეტროს ვაგონი; სერბეთი 2012-2016 წ - 39 რელსიანი ავტობუსი; 2012-2016 წ ორვაგონიანი მატარებელი (დიზელზე) ბულგარეთი 2013 წ - 30 მეტროს ვაგონი 2020-2023წ სრული მოდერნიზაცია 48 ვაგონის ყველა ეს დაკვეთა შეასრულა სს „მეტროვაგონმა“. ყველა ქვეყანა ჩამოთვლილთაგან რუსეთუმეა?! აბა ხვალ ველი შენს პასუხს ხაბეიშვილო ამოიღე ამ ქვეყნების ფოტომასალა, ფურცლებისა და ფოტოების ფრიალი მაინც შენი სტიქიაა. არ დაგავიწყდეს მიაწერე „რუსეთუმეა“ მაგ: სერბეთი-  რუსეთუმეა! ბულგარეთი- რუსეთუმეა! ბუდაპეშტი“, - წერს მეგრელიშვილი facebook-ზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner