logo_geo
eng_logo
ოზურგეთის მერია განცხადებას ავრცელებს
- +

14 მარტი. 2022. 13:31

 

 

ოზურგეთის მერიას ორგანიზაცია “ალტ-ინფოსთვის” საოფისე ფართი არ გადაუცია და არც ქირავნობაზე გაუცია თანხმობა - ამის შესახებ ინფორმაციას ოზურგეთის მერია Facebook-ის გვერდზე ავრცელებს.

“ნაციონალური მოძრაობის” ადგილობრივი წარმომადგენლების განცხადებები, თითქოს ოზურგეთში, ჭავჭავაძის 12 ნომერში მდებარე ფართი (რომლის დაქირავებაც სავარაუდოდ, ორგანიზაცია “ალტ-ინფოს” სურდა) ეკუთვნის მერიას - არის სრული სიცრუე და დეზინფორმაცია.

სინამდვილეში, “ნაციონალური მოძრაობის” მიერ გამოქვეყნებული საკუთრების დამადასტურებული დოკუმენტი, ჭავჭავაძის 12-ში მდებარე სხვა ფართს ეხება.

ვასაჯაროვებთ ამის დამადასტურებელ ოფიციალურ დოკუმენტებს და ფოტოს.

ოზურგეთის მერიას აღნიშნული საკუთრება ორგანიზაცია “ალტ-ინფოსთვის” არც გადაუცია და არც ქირავნობაზე გაუცია თანხმობა“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner