logo_geo
eng_logo
ირაკლი შიხიაშვილი: რისთვისაც ამ გმირებმა თავი გასწირეს, ის საქმე ბოლომდე უნდა მივიყვანოთ
- +

8 აგვისტო. 2016. 16:17


 

ვეტერანთა სახელმწიფო სამსახურის  ყოფილმა ხელმძღვანელმა, სამგორის რაიონის დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ირაკლი შიხიაშვილმა „შინდისის ბიჭების" მემორიალი მოინახულა და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგო. როგორც მან აღნიშნა,  საქართველო დღემდე სწორედ ასეთი გმირების წყალობით გადარჩა.


„ეს ბიჭები არიან მაგალითი გმირობისა, მაგალითი იმისა, თუ როგორ უყვართ ქართველებს საკუთარი სამშობლო და როგორ გასწირონ თავი ქვეყნისთვის უთანასწორო ბრძოლაში. სწორედ ასეთი გმირების თავდადებით მოვიდა დღემდე საქართველო. ჩვენი, ცოცხლების ვალი და ვალდებულებაა, რა საქმესაც უნდა ვემსახურებოდეთ, რა პროფესიისაც არ უნდა ვიყოთ, ამ ბიჭებმა რისთვისაც გასწირეს თავი, ის საქმე ბოლომდე  მივიყვანოთ. ამ საქმეს კი საქართველოს ერთიანობის აღდგენა ჰქვია", - აღნიშნა ირაკლი შიხიაშვილმა.


ირაკლი შიხიაშვილის ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელობის პერიოდში, „შინდისის ბიჭების" მემორიალისთვის ვეტერანების სამსახურმა 10 000 ლარი გაიღო.


შეგახსენებთ, რომ შინდისის ბრძოლა 2008 წლის აგვისტოს ომის ერთ-ერთი გამორჩეული ეპიზოდია.   11 აგვისტოს სოფელ შინდისის სარკინიგზო სადგურთან საქართველოს შეიარაღებული ძალების მეორე  ქვეითი ბრიგადის საინჟინრო ოცეული უთანასწორო ბრძოლაში ჩაება რუსულ მოტომსროლელ ასეულთან. ქართველმა ჯარისკაცებმა წინააღმდეგობა ბოლომდე გაწიეს და გმირულად დაიღუპნენ.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner