სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ხავიერ კოლომინამ განაცხადა, რომ ნატო საქართველოს აფხაზეთის რეგიონში გამართული არჩევნების ლეგიტიმურობას არ აღიარებს.
„ნატო არ აღიარებს არჩევნების ლეგიტიმურობას, რომელიც შაბათს, საქართველოს აფხაზეთის რეგიონში გაიმართა. ალიანსი აგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას მის საერთაშორისო აღიარებულ საზღვრებში“, - დაწერა ხავიერ კოლომინამ Twitter-ზე.