logo_geo
eng_logo
უკრაინის დროებითი რწმუნებული: დღეს უკრაინა ქართველი ხალხისა და საქართველოს ძალიან მადლიერია - თითოეული უკრაინელი, რომელიც, რუსეთ-უკრაინის ომის გამო, საქართველოში ჩამოდის, ამ მხარდაჭერას გრძნობს
- +

14 მარტი. 2022. 15:07

 

 

„ძვირფასო კოლეგებო, ძვირფასო მეგობრებო, მინდა გითხრათ, რომ დღეს უკრაინა ქართველი ხალხისა და საქართველოს ძალიან მადლიერია იმ სოლიდარობისა და მხარდაჭერისთვის, რომელსაც გამოხატავთ უკრაინისადმი ამ ძნელბედობის დროს. საქართველოს პრეზიდენტმა მკაფიოდ განაცხადა, რომ საქართველო არის უკრაინის მტკიცე მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორი და ქართველი ხალხი ყოველდღე გამოხატავს სოლიდარობასა და მეგობრობას უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ. ჩვენ, უკრაინელები ძალიან კარგად ვგრძნობთ ამ მხარდაჭერას. თითოეული უკრაინელი, რომელიც, რუსეთ-უკრაინის ომის გამო, ჩამოდის საქართველოს ტერიტორიაზე, გრძნობს ამ მხარდაჭერას და ვიმედოვნებთ, რომ ეს მხარდაჭერა კიდევ უფრო გაძლიერდება“, - ამის შესახებ საქართველოში უკრაინის დროებითმა რწმუნებულმა, ანდრეი კასიანოვმა პარლამენტში, პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიშის მოსმენის შემდეგ, ჟურნალისტებთან განაცხადა.

 

მისივე თქმით, უკრაინაში ახლა მხოლოდ ამ ქვეყნის ბედი არ წყდება.

 

„მტერი განაგრძობს მკვლელობებს, ომის დანაშაულების ჩადენას ჩვენი მშვიდობიანი მოქალაქეების, ჩვენი შვილების წინააღმდეგ. დღეს რუსეთის ფედერაცია იზოლაციაშია მოქცეული, მაგრამ ეს საკმარისი არ არის, რადგან მტერი ისევ განაგრძობს უდანაშაულო მოქალაქეების ხოცვას. თუ მსოფლიო ვერ დაგვეხმარება, მტერი მიადგება სხვებსაც და თქვენც, ქართველებო. ქართველმა ხალხმა ძალიან კარგად იცის, ახსოვს, და არც არასდროს დაავიწყდება ქართველების ტანჯვა, ლტოლვილების გასაჭირი და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები. Слава Україні! Слава Грузії! Glory to Ukraine! Glory to Georgia! საქართველოს გაუმარჯოს! უკრაინას გაუმარჯოს“, - განაცხადა ელჩის რწმუნებულმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner