„NATO-ში სწრაფვა არის ჩვენი ეროვნული თვითმყოფადობის ამოცანა",- განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ.
იზორიამ აღნიშნა, რომ ქართველი ხალხის ამოცანაა ინტეგრირდეს დასავლურ სამყაროში, რომლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თავდაცვითი და პოლიტიკური მექანიზმი არის NATO.
„NATO-ში სწრაფვა არის ჩვენი ეროვნული თვითმყოფადობის ამოცანა. მე ახალი ფორმულაც კი მივაწოდე საზოგადოებას, რომ ნუ იქნება მოლოდინი ყოველთვის კონკრეტულ თარიღთან დაკავშირებული, არამედ ეს არის ჩვენი სასიცოცხლო ინტერესი, ეს არის ჩვენი თვითრეალიზების და ჩვენი ეროვნული თვითგამოვლენის ამოცანა, რომ ვიყოთ ინტეგრირებული დასავლურ სამყაროში და NATO არის ამ სამყაროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თავდაცვითი და პოლიტიკური მექანიზმი, ამიტომ, ეს სწრაფვა უფრო ურყევი და მტკიცე იქნება", - განაცხადა იზორიამ.