logo_geo
eng_logo
ზელენსკი ნატოს: თუ ჩვენს ცას არ დახურავთ, რუსული რაკეტები თქვენს ტერიტორიაზე ჩამოვარდება - ეს მხოლოდ დროის საკითხია
- +

14 მარტი. 2022. 17:16

 

 

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ თუ ნატო უკრაინის ცას არ დახურავს, რუსული რაკეტები ნატოს ტერიტორიაზე ჩამოვარდება.

 

„გასულ წელს ნატოს ლიდერები გავაფრთხილე: თუ რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი პრევენციული სანქციები არ დაწესდება, ის ომს დაიწყებს. მართალი აღმოვჩნდი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ: თუ ჩვენს ცას არ დახურავთ, რუსული რაკეტები თქვენს ტერიტორიაზე ჩამოვარდება. ეს მხოლოდ დროის საკითხია“, - დაწერა უკრაინის პრეზიდენტმა Facebook-ზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner