logo_geo
eng_logo
„უკრენერგოს“ ინფორმაციით, ელექტროგადამცემი ხაზი, რომელიც ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურს ელექტროენერგიით ამარაგებს, ოკუპანტებმა კვლავ დააზიანეს
- +

14 მარტი. 2022. 17:21

 

 

ელექტროგადამცემი ხაზი, რომელიც ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურსა და ქალაქ სლავუტიჩს ელექტროენერგიით ამარაგებს, საოკუპაციო ძალებმა ისევ დააზიანეს, - ინფორმაციას უკრაინის გადამცემი სისტემის ოპერატორი კომპანია „უკრენერგო“ ავრცელებს.

 

ამ კომპანიის გუნდმა მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზი ცოტა ხნის წინ შეაკეთა, რითაც სადგურ დენის მიწოდება ნაწილობრივ აღუდგინეს.

 

„ვიდრე ელექტრომომარაგება სრულად აღდგებოდა, საოკუპაციო ძალებმა ის კვლავ დააზიანა. ჩვენი სარემონტო ეკიპაჟი კვლავ უნდა გაემართოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურთან, რათა აღმოაჩინოს და გამოასწოროს ახალი დაზიანებები. „უკრენერგო“ ხაზს უსვამს, რომ ჩერნობილის ატომური სადგური არის მნიშვნელოვანი ობიექტი, რომელიც არ შეიძლება დარჩეს სტაბილური ენერგომომარაგების გარეშე. სლავუტიჩის მაცხოვრებლების ელექტრომომარაგება ასევე დამოკიდებულია ატომური ელექტროსადგურის ელექტროგადამცემ ხაზებზე. ამიტომ, ინსპექტირებისა და შეკეთებისთვის, „უკრენერგოს“ სარემონტო ეკიპაჟების შეუფერხებელი და სწრაფი წვდომა ამ ხაზებთან, ძალზე მნიშვნელოვანია არა მხოლოდ უკრაინელი მომხმარებლებისთვის, არამედ - მთლიანად ევროპისთვის.

სტაბილური ელექტრომომარაგება აგვარიდებს ჩერნობილის კატასტროფას და გადაარჩენს იმ ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, რომლებიც, შესაძლოა, დაზარალდნენ“, - აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner