logo_geo
eng_logo
თამარ გაბუნია: მომზადებულია ვაქცინაციის განახლებულ გეგმა, რომელმაც დადებითი შეფასება მიიღო ექსპერტებისგან
- +

14 მარტი. 2022. 18:34

 

 

თამარ გაბუნიას თქმით, მომზადებულია კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაციის ახალ გეგმა. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ასევე განაცხადა, რომ ბოლო მონაცემების მიხედვით, ეპიდვითარება სტაბილიზაციის ფაზაში გადადის.

 

„პარამეტრები რეალურად მიუთითებს იმაზე, რომ ეპიდემია გადადის სტაბილიზაციის ფაზაში. ჩვენთვის მნიშვნელოვანია შევასრულოთ ვაქცინაციის გეგმის სამიზნეები ზაფხულამდე, იმისთვის რომ შენარჩუნდეს მიღწეულ სტაბილურობა და აღარ მივიღოთ განმეორებითი ტალღა. ვაქცინა ასევე მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ თუკი ახალი შტამი გაჩნდა, და ამის რისკებს ვერავინ გადააზღვევს დღევანდელ სიტუაციაში, ჩვენ დავხვდეთ მომზადებულები იმუნური თემით. ვაქცინაციის განახლებულ გეგმა მომზადებულია, დადებითი შეფასება მიიღო ექსპერტებისგან, ვაქცინაციის საკოორდინაციო ჯგუფიდან და ამ დღეებში ვფიქრობთ გეგმის წარდგენას მთავრობაში, რომელიც ჩაანაცვლებს გასული წლის ამ დროს დამტკიცებულ გეგმას“, - განაცხადა გაბუნიამ.

ბოლო 24 საათში კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით 124 ადამიანი აიცრა, სულ კი ქვეყანაში 2 833 144 აცრა გაკთდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 635 975 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 1 588 829, გარდაიცვალა 16 569 პაციენტი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, „სინოვაკით“ იმუნიზაცია კი 24 მაისიდან.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner