უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები სამშაბათს განახლდება. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა, მიხეილ პოდოლიაკმა განაცხადა.
„მოლაპარაკებებში ხვალამდე ტექნიკური პაუზა ავიღეთ სამუშაო ქვეჯგუფებში დამატებითი მუშაობისა და ცალკეული განმარტებების დაზუსტებისთვის. მოლაპარაკებები გრძელდება“, - დაწერა მიხეილ პოდოლიაკმა Twitter-ზე.