logo_geo
eng_logo
„პაპუაშვილმა უცხოელი პარტნიორებისთვის შექმნა ფონი, რომ ქვეყანაში ყველა შანტაჟის ქვეშ არის“
- +

8 აგვისტო. 2016. 16:41


 

სანამ საკონსტიტუციო სასამართლო თავზე გადაგვახევს კონსტიტუციას, ვფიქრობთ, ჩვენს მკითხველს აქვს უფლება, დეტალებშიგაერკვეს. ამის შინაარსის სტატიას გაზეთი „პრაიმტაიმი" აქვეყნებს.


ავტორი წერს, რომ საქმის პოლიტიკური მოხაზულობა  ასეთია: ერთი მხრივ, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ჩივის-ხელისუფლება მოსამართლეებს პირადი ცხოვრებით აშანტაჟებსო, მეორე მხრივ კი, თვითონ გვევლინება ზეწოლის ავტორად...

უფრო მეტი სიცხადისთვის: გიორგი პაპუაშვილმა ცეცხლთან თამაში 21 ივლისს დაიწყო ცნობილი სკანდალური ბრიფინგით. აიყოლია ოპოზიციაში გასული ყოფილი სახელისუფლებო პარტიების ლიდერები და შექმნა ფონი, რომ ქვეყანაში ყველა შანტაჟის ქვეშ არის... ეს, რა თქმა უნდა, უცხოელი პარტნიორების ყურების გასაგონად.

ჯერ საკონსტიტუციო სასამართლოში დაპირისპირებული ჯგუფების არსებობა გამოვლინდა-ხუთი ოთხის წინააღმდეგ, სადაც უმრავლესობა თავად პაპუაშვილს ადებს ხელს პოლიტიკური საქმეების ფორსირებაში, მიკერძოებაში და დიდია ლბათობით, სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენაში. მალევე პროკურატურამაც გამოარკვია, რომ მოსამართლეებმა ზეწოლის ფაქტები არ დაადასტურეს.

უფრო მეტიც, ის იმ კონკრეტული ეპიზოდით დაინტერესდა, სადაც, დიდი ალბათობით, პაპუაშვილის მხრიდან სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა შეიძლება დადასტურდეს, რაც იმპიჩმენტის საფუძველიც ხდება... საქმეე ხება ყბადაღებულ კაბელების საქმეს", რომელზეც სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლომ ორჯერ მიიღო და ერთი და იგივე რეგისტრაციის ნომერი იანიჭა. ამასთანავე, მისი მიღება და გამწესრიგებელი სხდომის დანიშვნაც ერთ დღეში მოხდა... რა თქმა უნდა, თუ გამოძიებისა და იმპიჩმენტის პროცედურების ვადებს გავითვალისწინებთ, არავის შეექმნება ილუზია, რომ ამ მიმართულებით მართლაც რამე ქმედითი შეიძლება მოხდეს, მითუმეტეს, რომ არასრულ 2 თვეში თავმჯდომარეს ისედაც ეწურება უფლებამოსილების ვადა, მაგრამ აბსოლუტური საფუძველი არსებობს, ვივარაუდოთ, რომ, თუ აქამდე პაპუაშვილს ჰქონდა მთავარი სადავეები, საკუთარი გადაწყვეტილებებით ევაჭრა ხელისუფლებასთან, მინიმუმ, ამის საშუალება მოესპო, დანარჩენი ვერსიები კიგ ემოვნების საკითხია", - ნათქვამია სტატიაში.



 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner