logo_geo
eng_logo
ირაკლი ლატარია რატი ამაღლობელზე: რა სამარცხვინო პოსტია, ასე აუბრალოებენ ესენი უკრაინაში რუსული ჯარის მიერ მოკლულ ადამიანებს
- +

14 მარტი. 2022. 19:53

 

 

„ასეთი ვიწროპარტიული ინტერესების მატარებელი ხალხი, ესენი რომ არიან, მართლა არსად წამიკითხავს რომ ვინმეს ჰყოლოდა“, - ამ სიტყვებით ეხმაურება ექსპერტი ირაკლი ლატარია პოეტ რატი ამაღლობელის ფეისბუკპოსტს, რომლის თანახმად ამაღლობელი წერს, რომ რასაც რუსული ავიაცია და არტილერია შვება უკრაინის ქალაქებში, დაახლოებით იგივეს შვება წულუკიანი ქართულ კულტურაში.

 

„რა სამარცხვინო პოსტია. როგორც ის ვიღაც მაისურ გახდილი ქალები აუბრალოებენ ყველაზე ღირებულებას, რასაც სიცოცხლე ქვია, ზუსტად ასე აუბრალოებენ ესენი უკრაინაში რუსული ჯარის მიერ მოკლულ ადამიანებს. ასეთი ვიწროპარტიული ინტერესების მატარებელი ხალხი, ესენი რომ არიან, მართლა არსად წამიკითხავს რომ ვინმეს ჰყოლოდა. არ ვიცი რაზე წერს, მაგრამ დარწმუნებული ვარ ვინმე ამათიანს შეეხებოდა თეა, ისიც საკმაოდ ობიექტურად და გადაფსიხდნენ“, - წერს ირაკლი ლატარია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner