„ამათ რომ ჰკითხო, ევროპულ საქართველოში უნდათ ცხოვრება. უნდათ ის გარემო, ის ფასეულობები, ის კანონები, მაგრამ საქმით სულ სხვა რამე უნდათ. უნდათ იმ ჭაობში დაბრუნება, საიდანაც ნელ-ნელა ამოვდივართ. კორუფცია, ნეპოტიზმი ხომ იმ წარსულის შემადგენელი ნაწილია“, - ასე გამოეხმაურა ექსპერტი ნინო ფოჩხუა რატი ამაღლობელის ფეისბუქ პოსტს.
„ამათ რომ ჰკითხო, ევროპულ საქართველოში უნდათ ცხოვრება. უნდათ ის გარემო, ის ფასეულობები, ის კანონები, მაგრამ საქმით სულ სხვა რამე უნდათ. უნდათ იმ ჭაობში დაბრუნება, საიდანაც ნელ-ნელა ამოვდივართ. კორუფცია, ნეპოტიზმი ხომ იმ წარსულის შემადგენელი ნაწილია. აიღონ აუდიტის დასკვნა, დამალული ხომ არ არის, ნახონ და განცხადებები მერე აკეთონ ამ უსინდისო ადამიანებმა. აი, ეს ჩვენი საამაყო ქართული კინო, ნიჭიერი ადამიანებით და მომავალი ახალგაზრდა რეჟისორებით, ოპერატორებით, მხატვრებით, რატომ ყოფილან უძრაობაში, თურმე განუკითხაობა ხდებოდა კინოცენტრში. რაც შეეხება თეა წულუკიანს, ქალი კი არა კაცებიც ცოტა გვყავს თეას მსგავსი. ჩემი დიდი პატივისცემა მას და გაძლება ამდენი მანქურთის გარემოცვაში. რატი ამაღლობელი კი არის უსინდისო!“ - წერს ნინო ფოჩხუა Facebook-ზე.