logo_geo
eng_logo
გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის მონაცემებით, ომის დაწყების შემდეგ, უკრაინაში, სულ მცირე, 636 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, ხოლო 1 125 - დაიჭრა
- +

14 მარტი. 2022. 20:13

 

 

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის მონაცემებით, ომის დაწყების შემდეგ, უკრაინაში, სულ მცირე, 636 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, ხოლო 1 125 - დაიჭრა.

 

„მშვიდობიან მოსახლეობას შორის დაფიქსირებული მსხვერპლის უმეტესობა გამოწვეული იყო ფართო ზემოქმედების არეალის ასაფეთქებელი იარაღის გამოყენებით“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

 

როგორც ორგანიზაციაში განმარტავენ, მსხვერპლთა რაოდენობა შესაძლოა გაცილებით დიდი იყოს.

 

რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე 24 თებერვალს შეიჭრა, რის შემდეგაც პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner