გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის მონაცემებით, ომის დაწყების შემდეგ, უკრაინაში, სულ მცირე, 636 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, ხოლო 1 125 - დაიჭრა.
„მშვიდობიან მოსახლეობას შორის დაფიქსირებული მსხვერპლის უმეტესობა გამოწვეული იყო ფართო ზემოქმედების არეალის ასაფეთქებელი იარაღის გამოყენებით“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
როგორც ორგანიზაციაში განმარტავენ, მსხვერპლთა რაოდენობა შესაძლოა გაცილებით დიდი იყოს.
რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე 24 თებერვალს შეიჭრა, რის შემდეგაც პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.