logo_geo
eng_logo
გია გაბრიჭიძე რატი ამაღლობელზე: არ დამიწყოთ ახლა უი, რატი შესანიშნავი პოეტიაო, პოეტი იყო ბარათაშვილი, ესენი კი შარლატანები არიან
- +

14 მარტი. 2022. 20:14

 

 

„მიკვირს რატომ არ ატარებს კულტურის სამინისტრო უბრალო მონიტორინგს, ან კვლევას საქართველოში რამდენ ადამიანს აქვს წაკითხული ამ ე.წ. მწერლების და პოეტების „ნაწარმოებები“ (ოღონდ ისეთ ორგანიზაციას დაავალონ, რომ იქაც დავით ბაქრაძის მკითხველებმა აჯობონ სხვებს )“, - ასე ეხმიანება ექსპერტი გია გაბრიჭიძე რატი ამაღლობელის ფეისბუკპოსტს, რომლის თანახმად ამაღლობელი წერს, რომ რასაც რუსული ავიაცია და არტილერია შვება უკრაინის ქალაქებში, დაახლოებით იგივეს შვება წულუკიანი ქართულ კულტურაში.

 

„რატი ამაღლობელი - რასაც რუსული ავიაცია და არტილერია შვება მარიუპოლში, ხარკოვში და სხვა უკრაინულ ქალაქებში - დაახლოებით იგივეს შვება წულუკიანი ქართულ კულტურაში - ქვას ქვაზე არ ტოვებს. მიკვირს რატომ არ ატარებს კულტურის სამინისტრო უბრალო მონიტორინგს, ან კვლევას საქართველოში რამდენ ადამიანს აქვს წაკითხული ამ ე.წ. მწერლების და პოეტების "ნაწარმოებები" (ოღონდ ისეთ ორგანიზაციას დაავალონ, რომ იქაც დავით ბაქრაძის მკითხველებმა აჯობონ სხვებს ). არ დამიწყოთ ახლა უი, რატი შესანიშნავი პოეტიაო. პოეტი იყო ბარათაშვილი. ესენი კი შარლატანები არიან. დაამთავრეთ ამ უნიტაზის ხელოვანების ბოგინი. დაამთავრეთ, თორემ კულტურა დაკარგული ხალხი პირველ რიგში ხელისუფლებას მიადგება. თუ ჩემი არ გჯერათ, დაგუგლეთ 1917 წლის 7 ნოემბერი“, - წერს გია გაბრიჭიძე Facebook-ზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner