logo_geo
eng_logo
ედიშერ გვენეტაძე: ეს ის რატი ამაღლობელია, რომელიც წაგებულ ომს აზეიმებდა რუსთაველზე ხალხს და რომლის გავლენები დაეცა კულტურის სამინისტროში!
- +

14 მარტი. 2022. 20:15

 

 

„ეს ის რატი ამაღლობელია რომლის ძმა და სულიერი მეგობარი გაგა ჩხეიძე აუდიტის დასკვნის საფუძველზე მოხსნეს კინოცენტრის დირექტორობის და ხედავთ ამის გამო როგორ გამწარდა და აიჯაგრა რუსთაველზე 2008 წელს მეომარი ბ-ნი რატი“, - ამ სიტყვებით ეხმაურება ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე პოეტ რატი ამაღლობელის ფეისბუკპოსტს, რომლის თანახმად ამაღლობელი წერს, რომ რასაც რუსული ავიაცია და არტილერია შვება უკრაინის ქალაქებში, დაახლოებით იგივეს შვება წულუკიანი ქართულ კულტურაში.

 

მისი თქმით რასაც რატი ამაღლობელი თავის პოსტში წერს, ესაა ნამდვილი სახე იმ ე.წ. მწერლებისა, რომელთაც ისტორია ამ დროში მოიხსენიებს, როგორც პროლეტკულტელების „ღირსეულ“ ცვლას მიშკულტელებს!

 

„ეს ის რატი ამაღლობელია, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის დღეებში სხვა არამზადებთან ერთად წაგებულ ომს რომ აზეიმებდა რუსთაველზე ხალხს! ეს ის რატი ამაღლობელი, რომლის გავლენები დაეცა კულტურის სამინისტროში! ეს ის რატი ამაღლობელია რომლის ძმა და სულიერი მეგობარი გაგა ჩხეიძე აუდიტის დასკვნის საფუძველზე მოხსნეს კინოცენტრის დირექტორობის და ხედავთ ამის გამო როგორ გამწარდა და აიჯაგრა რუსთაველზე 2008 წელს მეომარი ბ-ნი რატი! რასაც ბ-ნი რატი აქვე მის ქვემოთ მოყვანილი პოსტში წერს სწორედ ესაა ნამდვილი სახე იმ ე.წ. მწერლებისა, რომელთაც ისტორია ამ დროში მოიხსენიებს, როგორც პროლეტკულტელების „ღირსეულ“ ცვლას მიშკულტელებს!“ - წერს გვენეტაძე Facebook-ზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner