„საელჩოს თანამშრომლები უკრაინელი ხალხისთვის ჰუმანიტარული დახმარების ინიციატივას შეუერთდნენ“, - ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საელჩო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, საელჩომ ვაშინგტონში მდებარე თამარ მეფის სახელობის ეკლესიას გადასცა ჰიგიენური პროდუქტები, თბილი ტანსაცმელი და საკვები პროდუქტები.
„მიღებული დახმარება გადაეცემა სილვერ სპრინგში მდებარე წმინდა ანდრეას უკრაინულ ეკლესიას საიდანაც ჰუმანიტარული ტვირთი გაიგზავნება უკრაინელი ხალხის დასახმარებლად.
დიდ მადლობას ვუხდით წმინდა თამარ მეფის ეკლესიის მრევლს და დეკანოზ პავლე ზაქარაიას ჰუმანიტარული ინიციატივის ორგანიზებისთვის“, - ნათქვამია აშშ-ში საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.