logo_geo
eng_logo
უკრაინის პრემიერი: რუსული ძალები ტერორისტებივით იქცევიან - ბავშვებს კლავენ, მძევლები აყავთ, მშვიდობიან მოსახლეობას აწამებენ
- +

14 მარტი. 2022. 21:20

 

 

ევროპის საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინმა ევროპის ცენტრში სრულმასშტაბური ომი დაიწყო, რომელიც მესამე მსოფლიო ომი შეიძლება გახდეს.

 

„ჩვენ ვითხოვთ, მოვითხოვთ დაიხუროს უკრაინის ცა უკრაინაში მილიონობით ადამიანის გულისთვის. ევროპისა და მსოფლიოს უსაფრთხოებისთვის“, - აღნიშნა უკრაინის პრემიერ-მინისტრმა.

 

დენის შმიგალმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მსოფლიომ საბოლოოდ დაინახა ვლადიმერ პუტინის რეალური ზრახვები და რომ რუსეთმა უკრაინაში შეჭრის შემდეგ ფუნდამენტური უფლებები და თავისუფლებები დაარღვია.

 

„რუსული ძალები ტერორისტებივით იქცევიან. სკოლებს, საბავშვო ბაღებსა და საავადმყოფოებს ბომბავენ. ბავშვებს კლავენ. მძევლები აყავთ. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს იტაცებენ. მშვიდობიან მოსახლეობას აწამებენ“, - აღნიშნა უკრაინის პრემიერ-მინისტრმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner