logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: გაეროს, ეუთოს, ევროსაბჭოს ფორმატებში ჩვენ მაქსიმალურ პოლიტიკურ მხარდაჭერას ვუცხადებთ უკრაინას
- +

14 მარტი. 2022. 21:40

 

 

ყველა, ქვეყნის შიგნით და გარეთ მოერიდოს ტყუილების ლაპარაკს და ამ ტყუილებით საქართველოსა და თუნდაც მისი ხელისუფლების დაზიანებას, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

 

მისი თქმით, საქართველო მაქსიმალურ პოლიტიკურ მხარდაჭერას უცხადებს უკრაინას.

 

„გაეროს, ეუთოს, ევროსაბჭოს ფორმატებში ჩვენ მაქსიმალურ პოლიტიკურ მხარდაჭერას ვუცხადებთ უკრაინას. ვართ კონკრეტული პროექტების თანაავტორები უკრაინის მხარდასაჭერად. ძალიან არ მინდა, ვინმეს დავაბრალო და ვიფიქრო, რომ გავრცელებული ინფორმაცია, ლობისტების მილიონ ნახევრად დაქირავების შესახებ სტარტს იღებს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner