ყველა, ქვეყნის შიგნით და გარეთ მოერიდოს ტყუილების ლაპარაკს და ამ ტყუილებით საქართველოსა და თუნდაც მისი ხელისუფლების დაზიანებას, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველო მაქსიმალურ პოლიტიკურ მხარდაჭერას უცხადებს უკრაინას.
„გაეროს, ეუთოს, ევროსაბჭოს ფორმატებში ჩვენ მაქსიმალურ პოლიტიკურ მხარდაჭერას ვუცხადებთ უკრაინას. ვართ კონკრეტული პროექტების თანაავტორები უკრაინის მხარდასაჭერად. ძალიან არ მინდა, ვინმეს დავაბრალო და ვიფიქრო, რომ გავრცელებული ინფორმაცია, ლობისტების მილიონ ნახევრად დაქირავების შესახებ სტარტს იღებს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.